გოგიჩაიშვილი სააკაშვილზე გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს

“ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ უკრაინული სააგენტოს მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის მიმოწერის ავთენტურობა დასადგენია.
როგორც გოგიჩაიშვილმა “პრაიმტაიმთან” საუბარში აღნიშნა, სამართალდამცავი ინსტიტუტები უნდა დაინტერესდნენ და მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ მოექცნენ ამ ქვეყნის მოწინააღმდეგების შანტაჟის ქვეშ.
მისი თქმით, ეს არის ხალხი, ვინც ავანტიურებით ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს, ამიტომ ყველაფერზე არიან წამსვლელები.
“ამ ადამიანების ბუნებიდან გამომდინარე, ვერ ეშვებიან მართლმსაჯულების წინააღმდეგ ბრძოლას. ჩანაწერებში იკვეთება, რომ სააკაშვილი საყვარელიძესთან დიალოგში ცდილობს “რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას. მიმოწერის მიხედვით, მათ შესაძლოა ორ მოსამართლესთან კომუნიკაცია ჰქონდეთ დამყარებული. ასევე, ძალიან ცუდია, როდესაც ამაში გარეულია ბატონი გვარამია, რომელსაც დაგეგმილი აქვს მოსამართლეების დაშანტაჟება და ახალი სქემის გათამაშების სურვილი აქვს. ვფიქრობთ, რომ ეს არის მავნებლობა და ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ღია ბრძოლა”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ამ ყველაფერს, ამიტომ სამართალდამცავებმა სერიოზულად უნდა შეისწავლონ ეს ფაქტი.
“მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო uarevo.in.ua-მ დღეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინაში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსის დავით საყვარელიძის მიმოწერა გამოაქვეყნა, სადაც ისინი უზენაესი სასამართლოს ორ კონკრეტულ მოსამართლეზე ზეწოლაზე საუბრობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები