ნოვოსიბირსკის აეროპორტში თვითმფრინავი მოცურდა (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკის აეროპორტში თვითმფრინავი მოცურდა. ინციდენტი „ტოლმაჩოვოს“ აეროპორტში მოხდა. ვიდეოზე ჩანს ავიაკომპანია S7 Airlines–ის Airbus A320-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც აეროპორტში გადაადგილდება და მოულოდნელად მოცურდება. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმფრინავი ნოვოსიბირსკში პეკინიდან ჩაფრინდა.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოკვლევა ჩაატარა. საგამოძიებო უწყებამ დაადგინა, რომ აეროპორტში მოულოდნელად აცივდა, რამდენიმე საათში ტემპერატურამ +2-დან -20 გრადუსამდე დაიწია, რამაც ასაფრენი ბილიკის გაყინვა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები