ჩინური კალენდრით ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით ჩინეთში  ფოიერვერკების გაყიდვა შეიზღუდება

ჩინური კალენდრით ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ქვეყნის ხელისუფლებამ ფოიერვერკების გაყიდვის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს გადაწყვეტილება იმის გამოა მიღებული, რომ ფოიერვერკების კვამლი ჰაერს აბინძურებს, ხოლო ჩინეთის ბევრ ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.
ამასთანავე, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ხენანის პროვინციაში პიროტექნიკის გამოყენება საერთოდ აიკრძალა.
ჩინური კალენდრით ახალი წელი 28 იანვარს აღინიშნება, სწორედ ამ დღეს იწყება მამლის წელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები