გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ზიგმარ გაბრიელი დაინიშნა

გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ნაცვლად გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ზიგმარ გაბრიელი დანიშნა, რომელიც მანამდე ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.  ამის შესახებ „ბი-ბი-სი” იუწყება.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 2 დღის წინ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
საპრეზიდენტო კანდიდატად შტაინმაიერი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაასახელა. ის, სავარაუდოდ,  12 თებერვლის შემდეგ იოაჰიმ გაუკს შეცვლის.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2005 წლიდან იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები