ავღანური მედია – ტრამპი ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთში შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ავღანური მედია იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტრამპი ამ საკითხზე ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ განის ჯერ კიდევ დეკემბერში ტელეფონით ესაუბრა.
ამ გადაწყვეტილებას ტრამპი ავღანეთში სიტუაციის შესწავლის შემდეგ მიიღებს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის შემთხვევაში, ავღანეთის უსაფრთხოების ძალები მოძრაობა „თალიბანს“ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ამის გამო სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები ისლამურ რესპუბლიკაში შეერთებული შტატების ძალების დატოვების აუცილებლობის შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები