ვენესუელის პარლამენტი რუსეთს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

ვენესუელის პარლამენტმა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში „ფერადი რევოლუციის“ საფრთხე არსებობს და ამ განცხადებას “ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა“ უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენესუელაში მდგომარეობა დღითიდღე მწვავდება, ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და ქვეყანაში „ფერადი რევოლუციის“ ცნობილი სცენარი ხორციელდება.
ვენესუელაში დაპირისპირება ქვეყნის პრეზიდენტს და ოპოზიციურად განწყობილ პარლამენტს შორის მიმდინარეობს. პარლამენტი და ოპოზიცია პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვენ, პრეზიდენტს მხარს უჭერს ქვეყნის უზენაესი სასამართლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები