ტრამპმა მადონას ამაზრზენი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცნობილი ამერიკელი მომღერლის მადონას კრიტიკას უპასუხა და მას ამაზრზენი უწოდა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება. მადონამ ტრამპი ვაშინგტონში გამართულ ქალთა მარშზე გააკრიტიკა.
„ყველაფერი ნათელია, ის ამაზრზენია. ჩემი აზრით, მან საკუთარ თავს სერიოზული ზიანი მიაყენა,“ – განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია  Fox News-ის ეთერში.
ცნობისთვის, ვაშინგტონში 21 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციაზე მადონამ ტრამპი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემდეგ ისეთი გაბრაზებული იყო, თეთრი სახლის აფეთქებაც კი სურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები