აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ სააგენტო “უნიანი“ იუწყება.
კერძოდ დონეცკის რაიონში ცეცხლი გაიხსნა 122-მილიმეტრიანი და 152-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან და მძიმე არტილერიიდან.
რაც შეეხება ლუგანსკის მიმართულებას, აქ ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს ზალპური სისტემის რეაქტიული დანადგარიდან.
საერთო ჯამში პრორუსმა „ბოევიკებმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ცეცხლი 68-ჯერ გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები