ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბარი 28 იანვარს უნდა გაიმართოს

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი 28 იანვარს უნდა გაიმართოს.
ეს ინფორმაცია ტელეკომპანია „სი ენ ენმაც“ დაადასტურა. მან ინფორმაცია ტრამპის ადმინისტრაციაში მოიპოვა.
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით უკვე ისაუბრეს. ეს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების, ტრამპის გამარჯვების შემდეგ მოხდა. პუტინმა მაშინ ტრამპს დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები