თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საბერძნეთს ტერორიზმთან ბრძოლა არ სურს

თურქეთის ხელისუფლებამ საბერძნეთი ტერორიზმთან ბრძოლის სურვილის არარსებობაში დაადანაშაულა. ოფიციალური ანკარის უკმაყოფილება საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც რვა თურქი ჯარისკაცის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.   თურქეთმა ამ გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.
თურქეთი ამ სამხედროებს გასული წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობას აბრალებს და მათ გადაცემას მოითხოვს. თავად სამხედროები, რომლებიც საბერძნეთში ვერტმფრენით გაიქცნენ, აცხადებენ, რომ თურქეთისთვის გადაცემის შეთხვევაში  მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები