იემენის მოსახლეობას შიმშილი ემუქრება

იემენში შეიარაღებული კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში ამ ქვეყნის მოსახლეობას შიმშილი ემუქრება. გაეროს ინფორმაციით, ეს შეიძლება გახდეს ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფა თანამედროვე ისტორიაში.
როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამ ორგანიზაციის დახმარების კოორდინატორმა სტივენ ო’ბრაიენმა განაცხადა, იემენის 10 მილიონამდე ადამიანი სურსათის ნაკლებობას განიცდის. მათ შორის 2,2, მილიონი ბავშვია. მილიონობით ადამიანი შეიძლება შიმშილით გარდაიცვალოს.
„ჰუმანიტარული სიტუაცია იემენში დღითიდღე უარესდება. იქ რეგულარულად ხდება საბრძოლო შეტაკებები, ასევე საავიაციო დარტყმები. ადგილი აქვს შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციას“ – განაცხადა ო’ბრაიენმა.
იემენში 2014 წლის აგვისტოდან შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მასში, ერთი მხრივ, ქვეყნის ხელისუფლება მონაწილეობს, რომელსაც მხარს უჭერს საუდის არაბეთი, ხოლო, მეორე მხრივ, ამბოხებული ხუსიტები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები