მექსიკის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში აღარ წავა

მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შესახვედრად აღარ წავა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ეს გადაწყვეტილება ნიეტომ მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მექსიკა საზღვარზე კედლის მშენებლობას არ დააფინანსებს, სჯობს ნიეტო აშშ-ში აღარ ჩავიდეს.
ტრამპის მიერ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ ბრძანებულების ხელმოწერის შემდეგ, ნიეტომ ის გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მექსიკა მის დაფინანსებას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები