საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ თურქი სამხედროების ექსტრადირებაზე უარი განაცხადა

საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა 8 თურქი სამხედროს ექსტრადირებაზე, რომლებმაც თურქეთი გასული წლის 15 ივლისს სამხედრო ამბოხების შემდეგ დატოვეს. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ანკარა ათენისგან სამხედროების გადაცემას მოითხოვს. თავად სამხედროები აცხადებენ, რომ თურქეთისთვის მათი გადაცემის შემთხვევაში მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
თურქი სამხედროები საბერძნეთში ვერტმფრენით გაიქცნენ. მათ განაცხადეს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ საბერძნეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვეს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ თურქეთში მათ მოკლავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები