რუსეთის პატრიარქი ღარიბებისთვის სპეციალური ბანკების შექმნის ინიციატივით გამოდის

რუსეთის პატრიარქმა კირილემ, სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატებს ქვეყანაში სპეციალური ბანკების შექმნის ინიციატივით მიმართა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. მისი თქმით, ასეთი სისტემა ინდოეთში არსებობს.
„ზოგჯერ ადამიანს მხოლოდ 200-300 დოლარი სჭირდება, რომ თავისი საქმე დაიწყოს და იქ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც შექმნა საბანკო სისტემა, ამ სასწაული პროცენტების და ხალხის დაკაბალების გარეშე. ამ ინიცატივამ ძალიან კარგად იმუშავა ინდოეთში”, – განაცხადა კირილემ.
რუსეთის პატრიარქმა, სავარაუდოდ, ბანგლადეშზე ისაუბრა, სადაც ბიზნესმენმა მუჰამედ იუნუსმა მიკროკრედიტების სისტემა შექმნა და საკუთარი “Grameen Bank”-ი გახსნა, რომლის გენერალური დირექტორიც ის 1983 წელს გახდა.
2006 წელს იუნუსმა, ქვეყანაში წარმატებული სოციალური და კომერციული პროექტის გამო, ნობელის პრემია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები