ებრაელმა სამხედროებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 9 პალესტინელი დააკავეს

ებრაელმა სამხედროებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სპეცოპერაცია ჩაატარეს და 9 პალესტინელი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სპეცოპერაცია პალესტინელი დევნილების რამდენიმე ბანაკში ჩატარდა. პალესტინელები დაჯგუფება „ჰამასთან“ კავშირის გამო დააკავეს.
პალესტინის მთავრობის ინფორმაციით, ამჟამად ისრაელის ციხეებში 7 ათასამდე პალესტინელი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები