ტრამპი ტერორისტების წინააღმდეგ წამების გამოყენებას მიესალმება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ წამების გამოყენება აკრძალული არ უნდა იყოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ABC News”-ის ეთერში განაცხადა.
ტრამპმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა მეთოდებია დაშვებული, მისი აზრით, რადიკალური ისლამისტების წინააღმდეგ საბრძოლველად. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ წყლით წამება ხშირად გამოიყენებოდა სპეცსამსახურების მიერ და ეს ძალზე ეფექტიანი მეთოდია.
„მე ეს საკითხი სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან განვიხილე დ მათ მითხრეს, რომ წამებით სასურველ შედეგს იღებენ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევ გაიხსენა დანაშაულები, რასაც ადგილი აქვს „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ მხრიდან.
„ისინი ესვრიან, თავებს აჭრიან ჩვენს მოქალაქეებს და არა მარტო მათ, და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქრისტიანები არიან. „ისლამური სახელმწიფო“ ისეთ რამეებს სჩადის, რის შესახებაც შუა საუკუნეების შემდეგ არ გაგვიგია და მე რატომ უნდა ვიყო წყლით ამ ადამიანების წამების წინააღმდეგი?“ – აცხადებს ტრამპი.
ამასთანავე, ტრამპმა განაცხადა, რომ ეს საკითხი თავდაცვის მინისტრთან და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორთან უნდა განიხილოს და შემდეგ გადაწყვეტს, მისცეს თუ არა მათ ტერორისტების წინააღმდეგ ამ ზომების მიღების უფლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები