სემეკი „მედი აკლუბის“ ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) „მედია კლუბის“ ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს.
თემატიკა კომისიის მიერ რეგულირებადი სექტორების (ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი გაზი. წყალმომარაგება) სტრუქტურას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, სატარიფო პოლიტიკას, მომსახურების ხარისხს, სექტორებში მოქმედ კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის არსებულ ურთიერთობებს მოიცავს.
„მედია კლუბის“ ფარგლებში შეხვედრები მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყება და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრის დღეები მონაწილეებთან შეთანხმებით განისაზღვრება.
მონაწილეობის მსურველებმა, არაუგვიანეს 12 თებერვლისა, უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: http://gnerc.org/ge/siakhleebi/media-club-reg-form/19744
შეხვედრები კომისიის ოფისში გაიმართება. მისამართი: ა.მიცკევიჩის 19.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები