დღეს თესალონიკის უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკოს ეფსტრატიოსის ლექცია გაიმართება

26 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება თესალონიკის უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკოს ეფსტრატიოს (Nikos Efstratiou) ლექცია „საბერძნეთის პრეისტორია – პალეოლითი, მეზოლითი და ნეოლითი (100.000-6.000 BP)”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციაზე განხილული იქნება საბერძნეთის არქეოლოგიური ძეგლები, არქეოლოგიური კულტურის განვითარება დროში და ის ძირითადი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია პრეისტორიის კვლევებთან.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები