სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაეგზავნა

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაეგზავნა
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადმოეგზავნა, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და შესაბამისი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დღეს დაუბრუნა“ – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კანონთა პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს.
მოტივირებული შენიშვნები ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.president.gov.ge/getattachment/3691bc86-e4fb-450e-8bb4-f31077583090/motivirebuli-shenishvnebi.pdf.aspx

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები