სომალიში მომხდარ ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარ ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 25 ადამიანი. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ” იუწყება.
ტერაქტი სასტუმრო Dayah-თან მოხდა. თავდაპირველად დანაღმული სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, ხოლო შემდეგ თავდამსხმელებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნეს.
ტერაქტის მომენტში სასტუმროში სომალის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.