თურქეთის საჰაერო ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 180 ობიექტი გაანადგურეს
თურქეთის საჰაერო ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 180 ობიექტი გაანადგურეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ქალაქ ელ-ბაბის მახლობლად განადგურებულია იარაღის საწყობები, გამაგრებული პოზიციები და სამეთაურო პუნქტები.
შეტევა ოპერაციის, „ევფრატეს ფარის“ ფარგლებში განხორციელდა. ოპერაცია გასული წლის 24 აგვისტოს დაიწყო და მისი მიზანი სირიის ჩრდილოეთ ნაწილის გათავისუფლებაა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“.