მარტინ შულცი გერმანიის კანცლერობის კანდიდატი გახდება

ევროპარლამენტის ყოფილი სპიკერი მარტინ შულცი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოსტზეა წარდგენილი და ის  გერმანიის კანცლერობის ოფიციალური კანდიდატი გახდება. ამის შესახებ ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატების პარტიის თავმჯდომარემ თომას ოპერმანმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის და კანცლერის არჩევა ბუნდესტაგის არჩევნების შედეგების მიხედვით ხდება. ქრისტიანულ-დემოკრატიული და ქრისტიანულ-სოციალური ბლოკის კანდიდატი, მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი იქნება, ხოლო „მწვანეთა“ პარტიულ სიას სათავეში უდგას კეტრინ ტერინგ-ეკარდტი და ჯემ ოზდემირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები