ტრამპი აშშ-ში ლტოლვილების ჩასვლაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს ბრძანებულებას, რომელიც შეერთებულ შტატებში ლტოლვილების ჩასვლაზე შეზღუდვებს გეგმავს. ასევე სირიის და ახლო აღმოსავლეთის 6 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერება იგეგმება. საუბარია სირიაზე, ერაყზე, ირანზე, ლიბიაზე, სომალიზე, სუდანზე და იემენზე. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი რამდენიმე თვით აშშ-ში თავშესაფრის მიღებაზე მორატორიუმის დაწესებას გეგმავს იმ შემთხვევების გარდა, როდესაც თავშესაფრის მაძიებლები რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები არიან.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მექსიკიდან მიგრაციის შესამცირებლად ტრამპი კედლის აშენებას გეგმავს, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები