ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ თანამდებობას ორი წლითა და ხუთი თვით გერმანელი დევიდ მაკალისტერი დაიკავებს.
მაკალისტერმა ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ასევე გერმანელი ელმარ ბროკი შეცვალა, რომელიც „ევროპული სახალხო პარტიის“ ფრაქციის წევრია.
კომიტეტის წევრებმა ახალ თავმჯდოამრესთან ერთად მისი ოთხი მოადგილეც აირჩიეს.
„დიდი მადლობა ყველას იმ ნდობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოხატეთ. პირობას ვდებ, რომ კომიტეტში მუშაობის პროცესში არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ არ ვიქნები მიკერძოებული“, – განაცხადა მაკალისტერიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები