დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავა

 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი შაბათს თურქეთში ჩავა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
მეი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხებს და სირიაში არსებულ სიტუაციაა განიხილავენ.. ასევე საუბარი შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.
ტერეზა მეი ასევე თურქეთის პრემიერ-მინისტრს ბინალი ილდირიმს შეხვდება, ხოლო შემდეგ ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან შესახვედრად გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები