ჩინეთმა რუსეთის საზღვართან ბალისტიკური რაკეტები განათავსა – მოსკოვი ამას მშვიდად ხვდება

რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ჩინეთის მეირ რაკეტების განთავსებას მოსკოვი საფრთხედ არ აღიქვამს. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა რუსეთის საზღვრის სიახლოვეს საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტები განათავსა.
საუბარია DF-41-ის ტიპის რაკეტებზე, რომლის ფრენის მანძილი 10 ათას კილომეტრს შეადგენს. რაკეტას რამდენიმე ქობინის გადატანა შეუძლია.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე, პოლიტიკური და სავაჭრო პარტნიორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები