რუსეთის მოსახლეობა სომხეთში ჩასვლას შიდა პასპორტით შეძლებს

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები სომხეთში ჩასვლას შიდა პასპორტებით შეძლებენ. ამის თაობაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა სომხეთის პრემიერთან, კარენ კარაპეტიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რუსეთსა და სომხეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს, მაგრამ სომხეთში ჩასასვლელად რუსეთის მოქალაქეებს უცხოეთის პასპორტი სჭირდებათ.
მედვედევის თქმით, შეთანხმება ძალაში შევა მიმდინარე წლის ზაფხულში. როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შავარშ ქოჩარიანმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზანი სომხეთში რუსი ტურისტების მოზიდვაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები