იტალიაში სამაშველო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

სამაშველო სამსახურის ვერტმფრენმა იტალიის აბრუცოს პროვინციაში კატასტროფა განიცადა. მის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება. ვერტმფრენები სასტუმრო “Rigopiano”-ზე ზვავის ჩამოწოლის შემდეგ სამაშველო ოპერაციაში არ მონაწილეობდნენ. მათ იქვე ახლოს მყოფი მოთხილამურეები უნდა წაეყვანათ.
სააგენტო „ფრანს პრესი” იუწყება, რომ ვერტმფრენში მყოფი პირების შესახებ არაფერია ცნობილი. იტალიური მედიის ცნობით, კატასტროფის დროს იტალიის ამ რეგიონში ძლიერი ნისლი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები