“თალიბანი” ტრამპს ავღანეთიდან ამერიკის შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს
ავღანეთის რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ქვეყნიდან ამერიკული ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ავღანური მედია იუწყება.
„მოვუწოდებთ ტრამპს და მის მთავრობას, არ გააგრძელოს აშშ-ის წინა პრეზიდენტების მიხვეულ-მოხვეული გზით სიარული, გადაარჩინოს ამერიკა და ავღანეთი ოკუპაციისგან გაათავისუფლოს“, – განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა, ზაბიულო მუჯაჰიდმა. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ავღანეთში ომი გაგრძელდება, ხოლო პრობლემის მოგვარება გაურკვეველი ვადით გაიწელება.