ჩავუშოღლუმ და ლავროვმა სატელეფონო საუბრისას სირიაში არსებული მდგომარეობა განიხილეს

 თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრისას, სირიაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. მინისტრებმა ასტანაში სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკება განიხილეს.

ცნობისთვის, ასტანაში მეორე დღეა, სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება მიმდინარეობს. მასში გაეროს, აშშ-ის, რუსეთის, ირანისა და თურქეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები