რუსეთი, ირანი და თურქეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესრულების მექანიზმზე შეთანხმდნენ

რუსეთი, ირანი და თურქეთი, ასტანაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესრულების მექანიზმზე შეთანხმდნენ. ამის თაობაზე სააგენტო „ტასი“ იუწყება.

„ირანი, რუსეთი და თურქეთი სირიაში სამშვიდობო შეთანხმების მონიტორინგის მექანიზმზე შეთანხმდნენ. ამჟამად კომუნიკეზე მუშაობა მიმდინარეობს“, – განუცხადა „ტასს“ ირანის დელეგაციის წარმომადგენელმა.

სირიაში სამშვიდობო შეთანხმების შესრულება და მისი განმტკიცება ასტანაში მიმდინარე მოლაპარაკების ძირითადი თემაა. მასში სირიის მთავრობისა და ოპოზიციის, ირანის, რუსეთის, თურქეთის, აშშ-ის და გაეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები