იტალიაში ზვავის ქვეშ მოყოლილი სასტუმროს ნანგრევებში კიდევ 5 ცხედარი აღმოაჩინეს

იტალიაში, აბრუცოს პროვინციაში მდებარე სასტუმროდან, რომელზეც ზვავი ჩამოწვა, მაშველებმა კიდევ 5 ცხედარი ამოიყვანეს, ამის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის 17 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 11 ადამიანი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. აბრუცოს პროვინციაში ზვავი 18 იანვარს საღამოს ჩამოწვა. ის მიწისძვრამ გამოიწვია, რომელიც იტალიის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები