შსს-მ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 3 იანვარს თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 8055 აშშ დოლარი და 4105 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავეს. პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა და დანაშაულის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები