რობოტმა ჟურნალისტმა სტატია 1 წამში დაწერა
catchnews-ის ცნობით, რობოტი ჟურნლისტის მიერ დაწერილი სტატია, რომელიც გაზეთ “Southern Metropolis Daily”-ში გამოაქვეყნეს, 300 იეროგლიფს შეიცავდა და მის დასაწერად რობოტს მხოლოდ ერთი წამი დასჭირდა.
პეკინის უნივერსიტეტის პროფესორის, ვან შაუჯუნის თქმით, რობოტ-კორესპონდენტს მონაცემების ანალიზის საფუძველზე, უფრო გრძელი სტატიის შექმნაც შეუძლია.
“ეს გამოგონება მალე შეიძლება გაზეთებსა და სხვა საინფორმაციო გამოცემებში გამოიყენონ და რობოტი სამსახურშიც აიყვანონ. მას შეუძლია ასევე რედაქტორად და რეპორტიორად მუშაობა”, – აღნიშნავს პროფესორი.
პროფესორი “Southern Metropolis Daily”-სთან ერთად ლაბორატორიას ქმნის, სადაც მედიარობოტებს გამოიკვლევენ და მათ გაუმჯობესებაზე იზრუნებენ.