ფეისბუქი აშშ-ის ფარგლებს გარეთ მესამე საინფორმაციო ცენტრს ააშენებს
ფეისბუქი დანიაში ინფორმაციის გადამუშავების ცენტრს აშენებს. ეს მესამე საინფორმაციო ცენტრი იქნება კომპანიისთვის, რომლის შტაბბინა კალიფორნიის შტატში მდებარეობს. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
ფეისბუქმა დანიის ქალაქ ოდენსესთან 0,5 კვადრატული კილომეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი გასული წლის ოქტომბერში შეიძინა, თუმცა მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელის მფლობელი კომპანიის ამ გადაწყვეტილების მიზეზი მაშინ უცნობი იყო.