იაპონელმა ასტრონომებმა ვენერის ატმოსფეროში აქამდე უცნობი მოვლენა აღმოაჩინეს

იაპონელმა ასტრონომებმა ვენერას ატმოსფეროს ზედა ფენაში გრავიტაციული ტალღა დააფიქსირეს, რომელიც 36 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილდება. გრავიტაციული ტალღები მზის სისტემის სხვა პლანეტებზე ადრეც დაფიქსირებულა. მაგრამ ვენერაზე ასტრონომებმა ის პირველად აღმოაჩინეს.
ატმოსფერული გრავიტაციული ტალღები დიდი ატმოსფერული ფრონტების მთის მასივებთან შეჯახების შედეგად იქმნება. მეცნიერების მიერ დაფიქსირებული ტალღა აქამდე აღმოჩენილ ტალღებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდია. საინტერესო კი ის არის, რომ ვენერას ზედაპირზე მაღალი მთები და მაღლობები აქამდე უცნობი იყო. შესაბამისად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ან ტალღების წარმოშობის შესახებ, ან ვენერას რელიეფის შესახებ არასწორი ინფორმაცია არსებობს.
ასტრონომების კვლევები ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები