ფეისბუქი გერმანიაში “ფეიკებთან” ბრძოლის სისტემას ქმნის
სოციალური ქსელი ფეისბუქი გერმანიაში ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის სპეციალურ სისტემას ქმნის, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყალბ და ნამდვილ ინფორმაციას ერთმანეთისგან სპეციალურად დაქირავებული ორგანიზაცია გამოყოფს.
ახალი მექანიზმის ამოქმედება უახლოეს მომავალში იგეგმება. მოგვიანებით ანალოგიურ ღონისძიებებს სხვა ქვეყნებიც განახორციელებენ.
გერმანიაში მიმდინარე წლის სექტემბერში არჩევნები გაიმართება. ზოგიერთი გერმანელი პოლიტიკოსი შიშობს, რომ არჩევნების წინ სოციალურ ქსელებში ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდება.