ტერორიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად საპატრიარქოში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა

მას შემდეც, რაც ”ისლამური სახელმწიფო” შეიქმნა და მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხეები ძალიან მასშტაბური გახდა, რა თქმა უნდა, ჩვენმა სამსახურებმა, საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტეს, გარკვეული სახის ღონისძიებები გაეტარებინათ, – ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საქართველოს პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი აცხადებს. მისივე თქმით, დაიწყო საპატრიარქოში შემავალი მანქანების ე.წ. სარკეებით შემოწმება.
”მას შემდეც, რაც ”ისლამური სახელმწიფო” შეიქმნა და მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხეები ძალიან მასშტაბური გახდა, რა თქმა უნდა, ჩვენმა სამსახურებმა, საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტეს, გარკვეული სახის ღონისძიებები გაეტარებინათ. მით უმეტეს, რომ საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს ”ხალიფატის” ზოგიერთი წარმომადგენლის ღია მუქარა, რომელიც პატრიარქის წინააღმდეგაც იყო მიმართული. დავიწყეთ საპატრიარქოში შემავალი მანქანების ე.წ. სარკეებით შემოწმება (სტანდარტული პროცედურაა ნაღმის აღმოსაჩენად და ერთი მანქანის შემოწმებას 7-8 წამი სჭირდება), ძალიან ბევრი მღვდელმთავარი ასეთ ზომებს მოწონებით შეხვდა, თუმცა ზოგი თაკილობს – ვის უბედავთ, მე ნაღმის შემოტანას როგორ ვიკადრებო და ა.შ. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რომელიმე ღვთისმსახურს რაიმე საფრთხის შექმნა უნდოდეს, მაგრამ წარმოიდგინეთ: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია რესტორან ”ქალაქურიდან” (რომელიც საპატრიარქოს მეზობლადაა) დააკვირდეს საპატრიარქოში შემავალ მანქანებს, რომელი მოწმდება და რომელი – არა. უკვე ქუჩაში გაჩერებული მანქანის ქვეშ ნაღმის ჩადება დღეს ძნელი არ არის. ასევე გვინდოდა, დიდ დღესასწაულებში, მაგალითად, შობას და აღდგომას, სამებაში უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად ე.წ. სკანერები დაგვედგა. სახელმწიფო მზად იყო, დაგვხმარებოდა,თუმცა წინააღმდეგობას კვლავ „შიგნით“ გადავაწყდით და იძულებული გავხდი, განზრახვაზე ხელი ამეღო“, – აცხადებს სოსო ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები