ლაგოდეხში ავარიას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცმა, რომელიც მეგობართან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.

მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი კი მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები