გიორგი ბერიძე: სააკაშვილი მოკვდა! მას ბადრი პატარკაციშვილისა და ზურაბ ჟვანიას ცოდვა უწევს!

„სააკაშვილი მოკვდა! მან ყველგან წააგო – საქართველოშიც, უკრაინაშიც, ევროპაშიც და ამერიკაშიც!“ – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილის უსაფრთხოების ყოფილი უფროსი, ანალიტიკოსი გიორგი ბერიძე.
გიორგი ბერიძე გამოცემასთან საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე საუბრობს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უამრავი ინფორმაციის მატარებელია და მან რამდენჯერმე, ისეთი პირები დაასახელა, რომელთა ვინაობაც არ უნდა გაჟღერებულიყო. „ამას კი, არავის პატიობენ“ – დასძენს გიორგი ბერიძე.
„ამერიკელების უპრეცენდენტო მხარდაჭერის მიუხედავად, რაც გამოიხატებოდა ფინანსებსა და კადრებში, სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ არაფრის მაქნისია, მოლაყბეა, მექრთამეა და სხვა არავინ! როცა თავად ნაცმოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილი დამთავრებულია, ე.ი. მისი საქმე იმაზე უფრო ცუდად არის, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სააკაშვილი დღეს გამოწურული ლიმონია, არავითარი რესურსი არ გააჩნია და ტრაგიკულად და ძალიან ცუდად დაასრულებს! სააკაშვილის აღსასრულის სავარაუდო სურათს ვხედავ! გამოაცხადებენ, რომ სააკაშვილი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი რაღაც პრობლემების გამო გარდაიცვალა, სინამდვილეში კი მოიშორებენ. სააკაშვილს მალე ბადრი პატარკაციშვილისა და ზურაბ ჟვანიას ცოდვა უწევს! ხაზგასმით ვამბობ – სააკაშვილი ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელია, მას ძალიან გავლენიანი ხალხი უმაგრებდა ზურგს და ერთხელ მან ამ ხალხის დაშანტაჟებაც სცადა, ერთი-ორის გვარ-სახელი წამოაყრანტალა. ამას არავის პატიობენ. ამიტომ ვაცხადებ, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია,“ – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ გიორგი ბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები