ობამამ ბაიდენი თავისუფლების მედლით დააჯილდოვა (ვიდეო)

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი- თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე ობამამ ბაიდენს “აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო ვიცე-პრეზიდენტი“ უწოდა. ასევე ობამამ იხუმრა, რომ ეს ფაქტი ინტერნეტმომხმარებლებს მათი მამაკაცური მეგობრობის შესახებ ბოლო საუბრის საშუალებას მისცემს.
ობამას გამოსვლის დროს ბაიდენმა ცრემლი ვერ შეიკავა. მან განაცხადა, რომ იყო „საუკეთესო ადამიანის თანამგზავრი, რომელიც საუკეთესო საქმეებს აკეთებდა“.
ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი თანამდებობებს ოფიციალურად 20 იანვარს დატოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები