სააკაშვილმა პოროშენკო ტყუილში და კორუფციაში დაადანაშაულა

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ტყუილსა და კორუფციაში დაადანაშაულა. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია „112 უკრაინას“ ეთერში განაცხადა.
„ბარიგების“ ხელისუფლება თანამდებობებით ვაჭრობს. პრეზიდენტი იტყუება. ის საუბრობს ფულზე, რომელიც მის ჯიბეში ოდესის საბაჟოდან უნდა შევიდეს, ჩემი გუბერნატორობის პერიოდში კი მას არანაირი ფული არ შესდიოდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, ფეისბუქის გვერდზე სააკაშვილმა ოდესის ახალ გუბერნატორს მაქსიმ სტეპანოვს მორიგი ბარიგა უწოდა.
„პოროშენკომ დღეს ღიად დაუჭირა მხარი ორ ბანდიტს – ოდესის მერს, სეპარატისტ გენადი ტრუხანოვს და საოლქო საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი ურბანსკის, რომელმაც ბიუჯეტი გაფლანგა, ხოლო მე მათი თანდასწრებით კორუმპირებული მიწოდა. ეს ხომ წმინდა წყლის ცინიზმია“, – აცხადებს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები