კიბერუსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლად ნიუ-იორკის ყოფილი მერი დაინიშნა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კიბერუსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე, ნიუ-იორკის ყოფილი მერი რობერტო ჯულიანი დანიშნა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის „დროდადრო შეხვდება კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც იგივე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, რაც მთავრობის და სახელმწიფო სტრუქტურების წინაშე დგას“.
ამ გამოწვევებს შორის ტრამპი კიბერშეტევებს, პირადი მონაცემების მოპარვას, ასევე სხვა ტიპის მანიპულაციებს ასახელებს.
ტრამპის გუნდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიბერდანაშაული აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გავრცელებადი დანაშაულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები