დონალდ ტრამპი: აშშ-ის დაზვერვამ უარყო ინფორმაცია, თითქოს მოსკოვს ჩემს წინააღმდეგ კომპრომატები აქვს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,  შეერთებული შტატების ნაციონალურმა დაზვერვამ უარყო ინფორმაცია, თითქოს რუსეთს ტრამპზე კომპრომატები აქვს. ტრამპის თქმით, ის, რომ ინფორმაცია მოგონილია, მას ტელეფონით აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლეპერმა აცნობა. კლეპერმა ამ ინფორმაციას „ცრუ და მოგონილი“ უწოდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვს დონალდ ტრამპზე კომპრომატები აქვს, გამოცემა BuzzFeed-მა გაავრცელა და ის მედისაშუალებებმა აიტაცეს.
როგორც დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მის წინააღმდეგ ბოლო დროს ბევრი სიცრუე გავრცელდა და პუბლიკაციების ავტორებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები