თურქეთიდან უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დაბრუნდა

ქართველი „კანონიერი ქურდი“ ანთიმოზ კუხილავა თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდა. ის ამჟამად ოდესაში იმყოფება. ამის შესახებ გამოცემა „დუმსკაიას“  ოდესის ოლქის ნაციონალური პოლიციის უფროსმა, დიმიტრი გოლოვინმა აცნობა.
კუხილავა ბოლო დრომდე სტამბოლში ცხოვრობდა, ვინაიდან მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ახლა კი „კანონიერ ქურდს“ პასპორტიც და მოქალაქეობაც დაუბრუნეს.
კუხილავა უკრაინაში ლეგალურად დაბრუნდა. მას მოქალაქეობა უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ დაუბრუნა, თუმცა თუ მისი მხრიდან ადგილი ექნება უკანონო ქმედებებს, პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, – განაცხადა გოლოვინმა.
უკრაინის სამართალდამცველები აცხადებენ, რომ კუხილავა კრიმინალურ სამყაროში არა მხოლოდ „კანონიერი ქურდის“, არამედ  მთელი უკრაინის „მაყურებლად“ ითვლებოდა. ოდესაში ის კონტრაბანდას აკონტროლებდა, ხოლო მთელი უკრაინის მასშტაბით,  ჯიბის ქურდებს „კურირებდა“.
ანთიმოზ კუხილავა 1956 წელს გულრიფშის რაიონში დაიბადა. „ქურდად“ ის 1975 წელს „აკურთხეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები