Fox News – სირიაში სამხედრო დაჯგუფების შემცირების ნაცვლად, რუსეთი მას ზრდის

სირიაში სამხედრო დაჯგუფების შემცირების ნაცვლად, რუსეთი მას, პირიქით, ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Fox News ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადების და დავალების მიუხედავად ხდება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ  სირიაში სამხედრო დაჯგუფების შემცირების შესახებ განაცხადა.
როგორც ტელეკომპანიას ამერიკის თავდაცვის სამინისტროში ანონიმურმა წყაროებმა აცნობეს, რუსეთმა ამ დღეებში სირიაში „სუ-25“-ის ტიპის 4 თვითმფრინავი გადაისროლა.  ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავები სირიაში ჩაფრენამდე ირანში საწვავი შეავსეს,ა სევე რუსეთმა სირიაში სამხედრო მოსამსახურეების დამატებითი ქვედანაყოფების გადაისროლა, მატ შორის ჩეჩნეთიდან.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ ის “თავდაცვის სამინისტროს წინადადებას ეთანხმება სირიის რესპუბლიკაში სამხედრო დაჯგუფების შემცირების შესახებ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები