ტრამპი „სი ენ ენის“ ჟურნალისტს: თქვენ საშინელი ორგანიზაციის წარმომადგენელი ხართ (ვიდეო)

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „სი ენ ენმა“ მასზე დეზინფორმაცია გაავრცელა და ამისთვის ბოდიშიც კი არ მოუხდია. ამის გამო ტრამპსა და “სი ენ ენის“ კორესპონდენტს შორის პრესკონფერენციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ტრამპმა ჟურნალისტს უთხრა, რომ ის საშინელი ორგანიზაციის წარმომადგენელია და კითხვის დასმის უფლება არ მისცა. კერძოდ, ტრამპის ინფორმაციით, „სი ენ ენი“ რამდენიმე დღის განმავლობაში გადასცემდა, რომ მისი იურისტი, ვინმე მაიკლ კოენი, პრაღაში წავიდა, სადაც „საიდუმლო მოლაპარაკებები“ ჰქონდა. არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს „სულ სხვა მაიკლ კოენი იყო, ხოლო მისი იურისტი ქვეყნიდან არსად გამგზავრებულა“.
“მე პირადად ვნახე მისი პასპორტი. ის აშშ-დან არსად წასულა. ეს არის სამარცხვინო ფაქტი და ამ ტელეკომპანიამ ბოდიში უნდა მოიხადოს“, – განაცხადა ტრამპმა.
სწორედ ამ დროს „სი ენ ენის“ კორესპონდენტმა, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა, კითხვის დასმა სცადა. „თქვენ ჩვენ გვადანაშაულებთ, თავს გვესხმით… კითხვის დასმის უფლება მაინც მოგვეცით“, – განაცხადა „სი ენ ენის“ კორესპონდენტმა.
„არა, თქვენ საშინელი ორგანიზაცია ხართ, არ დაგასმევინებთ კითხვას. სხვა ჟურნალისტმა დამისვას“, – უპასუხა ტრამპმა. „სი ენ ენის“ კორესპონდენტის ყველა მცდელობის მიუხედავად, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მას კითხვის დასმის უფლება არ მისცა და უტიფრობაშიც დაადანაშაულა იგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები