აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი სამხედრო დაიღუპა

Ïðåäñòàâèòåëü Àäìèíèñòðàöèè ïðåçèäåíòà Óêðàèíû ïî âîïðîñàì ÀÒÎ ïîëêîâíèê Àëåêñàíäð Ìîòóçÿíèê âî âðåìÿ áðèôèíãà â Êèåâå, 13 àâãóñòà 2015 ã.

ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება. როგორც პრესკონფერენციაზე ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა, ორი სამხედრო დაიჭრა. მისივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გახსნეს. საერთო ჯამში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები 49-ჯერ დაიბომბა. დასახლება ტარამჩუკის მახლობლად მოწინააღმდეგემ შეტევა განახორციელა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ის მოიგერიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები