რუსულ სპეცსამსახურებში დონალდ ტრამპზე კომპრომატების შესაძლო არსებობას პესკოვი სისულელეს უწოდებს

შეერთებული შტატების მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსულ სპეცსამსახურებს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე კომპრომატები აქვთ, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი სრულ სისულელეს უწოდებს.
„ეს ყალბი ინფორმაციაა. კრემლს ტრამპზე არანაირი კომპრომატი არა აქვს და ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ეს ვიღაცის მიერ გამოგონილი ამბავია“, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, პარასკევს აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ წარმოდგენილი მოხსენებაში, სადაც რუსი ჰაკერების მიერ „დემოკრატიული პარტიის“ სერვერების კიბერშეტევებზე იყო საუბარი, ჩანს თუ რა უხარისხო მასალაა გამოქვეყნებული. „რატომ უნდა იყოს შენარჩუნებული ეს ისტერიული მდგომარეობა ორმხრივ ურთიერთობებში? ვიღაცა სპეციალურად ცდილობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები დეგრადაციის კალაპოტში დატოვოს. აუცილებელია დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ეს ჩვენი სახელმწიფოების, მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესებს და რისი გაკეთება შეიძლება კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმზე გადასასვლელად“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულ სპეცსამსახურებს დონალდ ტრამპის შესახებ კომპრომატები აქვთ და ეს ინფორმაცია აშშ-ის მოქმედ და არჩეულ პრეზიდენტებს უკვე მიაწოდეს. თავად ტრამპმა ამ ფაქტს „კუდიანებზე ნადირობის გაგრძელება“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები