„ისლამურმა სახელმწიფომ“ და „თალიბანმა” ერთმანეთს ომი გამოუცხადეს
ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ და ავღანურმა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ერთმანეთს ჯიჰადი (წმინდა ომი) გამოუცხადეს. ამის შესახებ რადიო „მაშალი“ იუწყება.
ეს ინფორმაცია რადიოს რედაქციას ჰელმანდის პროვინციის პოლიციის განყოფილების უფროსმა ნაბი ჯან მულაჰეილიმ აცნობა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ამ დღეებში ავღანეთის რამდენიმე პროვინციაში „თალიბანს” და „ისლამურ სახელმწიფოს” შორის შეტაკებები მოხდა.